24 ივნისს, ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - "ევროსკოპის" ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება

19.06.26 14:02
24 ივნისს, ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - "ევროსკოპის" ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება

24 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი (AFET), ეროვნული პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორატის (DG PART) ინსტიტუციური თანამშრომლობის განყოფილებასთან ერთად, გაფართოების საკითხებზე  პარლამენტთაშორისი კომიტეტის შეხვედრას (ICM) გამართავს - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "ევროსკოპი" ავრცელებს. 

ევროსკოპი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები AFET-ის წევრებთან ერთად ორ სესიაზე გამართავენ დისკუსიას. შეხვედრის თემები იქნება: „ევროკავშირის გაფართოება — მომენტის გამოყენება“ და „პარლამენტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლაში“. შეხვედრას გახსნის AFET-ის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.

როგორც "ევროსკოპს" წყარო ეუბნება რომ, ქართული დელეგაცია ამ შეხვედრაზე არ იქნება.

ამას მოწმობს ევროსკოპის მიერ ნანახი მონაწილეების სია, რომელშიც ასევე არ არის საქართველო, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით".- წერს ევროსკოპი და აცხადებს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის მოძიებას განაგრძობს.