ჩატარდება ჩვეულებრივი პროცედურები, ე.წ. ძებნაზეც გადაეცემა - ია დარახველიძის ადვოკატი
სასახლის ღობის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, მას თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, ჩატარდება ჩვეულებრივი პროცედურები, როგორიც არის, ე.წ. ძებნაზეც გადაეცემა.
შეუძლებელია რაიმე სახის არგუმენტაცია ჩვენ მომავალში, თუნდაც წავიკითხოთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლის მიერ დაიწერება. ან ჩაბარება იასი, ან დაკავება აითვლება მისი სასჯელის ვადა. ამ ეტაპისთვის, ჩატარდება ჩვეულებრივი პროცედურები, როგორიც არის, ე.წ. ძებნაზეც გადაეცემა, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.