მთავრობა გასტრონომიის სსიპ-ს ქმნის

19.06.26 14:48
მთავრობა გასტრონომიის სსიპ-ს ქმნის

მთავრობა გასტრონომიის სსიპ-ს ქმნის - კერძოდ, ახალ სსიპ-ს გასტრონომიის ეროვნული სააგენტო დაერქმევა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

გარდა ამისა, ამავე სამინისტროს ქვეშ იქმნება კიდევ ერთი სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ შესაბამის დადგენილებებს, რომელიც 18 ივნისით თარიღდება,  ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. 

დადგენილებების მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ახალი სააგენტოების უფროსების დანიშვნა და მათი დებულების დამტკიცება. ორივე დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდება.

 

მსგავსი სიახლეები