სუს-ის ექსშეფის საქმე - პროკურატურას მოწმეთა სიაში ე.წ. მეწილეები, სუს-ის ყოფილი თანამშრომლები და ლილუაშვილის ახლო გარემოცვის წევრები ჰყავს

19.06.26 17:38
სუს-ის ექსშეფის საქმე - პროკურატურას მოწმეთა სიაში ე.წ. მეწილეები, სუს-ის ყოფილი თანამშრომლები და ლილუაშვილის ახლო გარემოცვის წევრები ჰყავს

საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის  პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ე.წ. ქოლცენტრების საქმის ეპიზოდს იხილავენ. პროცესზე უკვე 2 საათია იკითება პროკურატურის მოწმე, რომელიც პროკურორის თქმით, ლილუაშვილის "ქოლ-ცენტრებთან" კავშირს დაადასტურებს. 

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, პროკურატურის მოწმეთა სიაში ე.წ. მეწილეები, სუს-ის ყოფილი თანამშრომლები და ლილუაშვილის ახლო გარემოცვის წევრები არიან. 

გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ ეს პიროვნებაც ისაუბრებს იმ ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია, უშუალოდ ამ ეპიზოდთან მიმართებაში ასახული. 2 ლოკაციაზე იყო, დროის სხვადასხვა პერიოდში აღნიშნული ქოლცენტრები განთავსებული, ორი სხვადასხვა შპს-ს ბაზაზე ფუნქციონირებდა, ერთიდაიგივე პიროვნებები ფიგურირებენ. რაც შეეხება მეწილეებს - იყო რამდენიმე მეწილე, რომლებიც იკითხებიან სასამართლოში, მათ შორის არისნ სუს-ის იმდროინდელი თანამშრომლები, ასევე გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვა, მასთან ძალიან მჭიდრო კავშირში მყოფი პიროვნება, და ბუნებრივია, ამ მიმართულებით მოწმეები საუბრობენ დეტალებზე", - თქვა პროკურორმა პროცესის დაწყებამდე. 

სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე კი აცხადებს, რომ დღემდე დაკითხულ მოწმეთა პირებიდან, არცერთ არ უთქვამს, რომ ბრალდებულთან თანხობრივი მიმართულებით კვეთა ჰქონდათ. 

დღემდე ვინც კი მოწმედ დაკითხულა, არცერთი პირი, გარდა იმისა, რომ ნაცნობობაც კი არ აკავშირებთ ბატონ გრიგოლთან არც ინფორმატიული, არც თანხობრივი მიმართულებით კვეთა ლილუაშვილთანა არ დაუდასტურა, ამ ეტაპამდე, ყოველ შემთხვევაში. 4 ადამიანი არის ამ საკითხთან დაკავშირებით ვინც გამოიკითხა და ამბობენ, რომ ისინი არიან მეწილეები. არ ვიცი საზოგადოებისთვის რამდენად ცნობილი სახელები და გვარები არიან, თუმცაღა, პოზიციურად ეს ადამიანი, ვგულისხმობ სუს-ის ყოფილ თანამშრომლებს, იმ პოზიციისთვის, როდესაც შექმნა და ორგანიზებას უწევდა თაღლითურ ქოლცენტრს, ის იკავებდა საკმაოდ მაღალ პოზიციას სუს-ში. შესაბამისად, მას ნამდვილოად ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ უშუალოდ თვითომ მფარველობა გაეწია არალეგალური ქოლცენტრისთვის, როგორც ის თვითონ ამბობს, - ამბობს ადვოკატი.

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

მსგავსი სიახლეები