რეგიონებში ვაპირებ ჩასვლას, მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, პარტია მისგან რას ითხოვს - ნანუკა ჟორჟოლიანი
მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანი პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს - ტელეწამყვანის თქმით, თინა ბოკუჩავას საჯაროდაც არ დაუმალავს, რომ თანათავმჯდომარეობის კატეგორიული წინააღმდეგია, ამიტომაც, მისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოსტში ახალი ამ კუთით არაფერია.
რაც შეეხება პარტიაში კრიზის, რაზეც სააკაშვილმა სოციალურ ვრცელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, ჯერ ის მხოლოდ ერთ რეგიონში იმყოფებოდა.
"რეგიონებში ვაპირებ ჩასვლას, მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, პარტია მისგან რას ითხოვს" - ეუბნება ჟორჟოლიანი "პირველებს".
ეს არის პარტია, რომლისთვისაც ძალიან რთულად მისაღებია სიახლეებია. ამაში ვგულისხმობს, რომ ეს საჭიროებს ჩართულობას. ეს არის პრტია, რომელიც ჯერ იყო ოპოზიციაში, შემდეგ წავიდა ხელისუფლებაში, შემდეგ ოპოზიციაში - ჩემი აზრით, ერთადერთ პარტიაა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და შანსი, რომ კიდევ აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე. ამიტომ, წარმოიდგინეთ, რამდენი რამ გაიარა ამ პარტიამ და მათმა მხარდამჭერებმა რამდენი რამ გაიარეს. ახლა ეს ადამიანები 2012 წლიდან დღემდე არიან ძალიან რთულ წნეხში და ამიტომ, ამ ადამიანებს აქვთ ძალიან სწორი მოთხოვნა, რომ იყვნენ პროცესების მონაწილეები. თინამ ინგასთან ეს თქვა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო თანათავმჯდომარის. რავიცი ამაში ახალი არაფერია. მე არ ვიცი, არ ვიცნობ, ის რომ ერთი რეგიონი ვნახე ჯერ, საერთო სურათს ვერ შემაქმნევინებდა. მეორე საკითია ის, რომ სხვა რეგიონებში ვაპირებ ჩასვლას, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობს - მიშამ უნდა იცოდეს, პარტია მისგან რას ითხოვს", - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ასევე ნახეთ - რა დაწერა დღეს მიხეილ სააკაშვილმა ახალ განცხადებაში:
- ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე... - სააკაშვილი პარტიაში ღალატისა და "რეჟიმის ჩარევის" შესახებ საუბრობს
- კარგი იქნებოდა, რომ თანათავმჯდომარეობა გამოსულიყო, მაგრამ თინა ბოკუჩავამ ზედმეტად მტკივნეულად მიიღო ნანუკას მოსვლა - სააკაშვილი