"ვაჟა გოგოტიშვილს "ოცნება" მფარველობდა" - მოკლული გიგა როყვას დედა

19.06.26 19:04
"ვაჟა გოგოტიშვილს "ოცნება" მფარველობდა" - მოკლული გიგა როყვას დედა

"ვაჟა გოგოტიშვილს "ოცნება" მფარველობდა" - ამის შესახებ მოკლული გიგა როყვას დედა "პირველებთან" აცხადებს. 

მისი თქმით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ვაჟა გოგოტიშვილი, რომელიც 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაშია ბრალდებული, თავის დროზე საარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" გამოიყვანა ციხიდან. 

დაღუპულის დედა მკვლელის დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ მისთვის 15-წლიანი სასჯელიც ცოტაა. 

ზურგიდან ნასროლი ტყვიით მომიკლა შვილი ვაჟა გოგოტიშვილმა. მფარველობდა "ოცნება", "ოცნებამ" დაიხსნა ციხიდან საარჩევნოდ და არჩევნებში გვერდში ედგა ვაჟა გოგოტიშვილი. ვის არ მივმართე - ძმებს თალაკვაძეებს, ბატონ პაატა კუნჭულიასთან აპრილში ვიყავი შესული, ვთხოვე, მაგრამ რეაქცია საერთოდ ნოლი. ვითხოვ მკვლელის დასჯას, არანაირი 4 წელი გარეთ რომ იყო, 15 წელიც კი ცოტაა ჩემი შვილის მკვლელისთვის. ძალიან ვთხოვ ყველას მკვლელი დაისაჯოს. "ოცნებამ" დაიხსნა ციხიდან ვაჟა გოგოტიშვილი. არჩევნებში, როგორც ცნობილია ოზურგეთში უბნებს ამაგრებდა ვაჟა გოგოტიშვილი. რა თქმა უნდა ვიბრძოლებ სიმართლისთვის და რა თქმა უნდა, მკვლელი უნდა დაისაჯოს," - ამბობს გიგა როყვას დედა. 

ცნობისთვის, "პირველების" ინფორმაციით, 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებული ვაჟა გოგოტიშვილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. 

ვაჟა გოგოტიშვილი 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულია - საქმე ეხება 2022 წელს ოზურგეთში მომხდარ მკვლელობას. გოგოტიშვილი მაშინ დააკავეს, თუმცა 9 თვეში გაათავისუფლეს, მიზეზი ნაფიცი მსაჯულების ვერშეკრება გახდა. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები