რეკეტის საქმეზე დაკავებულები ბრალს უარყოფენ - სასამართლო პროცესის დეტალები
კაცი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად რეკეტის საქმეზე დააკავეს, ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქმე შეთითხნილია. ელმადინ ჰუსეინზადა, რომელიც ამჟამად მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე იხდის სასჯელს, ახლა ქურდული სამყაროს წევრობასაც ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, ჰუსეინზადა ელმურაზ მამედოვთან ერთად თანასოფლელებს ე.წ. ქურდული საერთოსთვის თანხის გადახდას სთხოვდა. საქმის მასალების მიხედვით, დავალებების შესრულებაში მას საკუთარი დისშვილიც ეხმარებოდა, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებულის სტატუსით სასამართლოს წინაშე დგას.
ბრალდებას აბსურდულს უწოდებს კიდევ ერთი დაკავებული, იბრაგიმ ნურიევი. ოქროულობით მოვაჭრე მამაკაცი სასამართლოში აცხადებდა, რომ საქმეში რეალურად თავად იყო დაზარალებული. მისი თქმით, კრიმინალური ავტორიტეტის სახელით შემოსავლიდან წილის გადახდას სთხოვდნენ, ხოლო პოლიციაში მიმართვის ნაცვლად პრობლემის მოგვარება ე.წ. ქუჩური წესებით სცადა.
ნურიევი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება აღნიშნული ქმედების გამო მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდეს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.