პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ 14 პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

21.06.26 10:35
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ 14 პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა
 

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ 14 პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად გახსნილი ჰქონდათ მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციაში ჩაბმული პირები კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.

დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევენ კლიენტებს, თანხის დიდ ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორები იღებდნენ, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები