ქართული ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ ნიუ-იორკში, ლეგენდარული Palladium Times Square-ის სცენაზე წარდგა
ქართული ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ ნიუ-იორკში, ლეგენდარული Palladium Times Square-ის სცენაზე წარდგა. კონცერტს მრავალრიცხოვანი მაყურებელი დაესწრო. დარბაზში საქართველოს დროშები ფრიალებდა, ხოლო შესრულდა სიმღერები, რომლებიც საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლასა და საპროტესტო მოძრაობებთან ასოცირდება.
ღონისძიება ნიუ-იორკის ცენტრალურ ნაწილში, Times Square-ის მიმდებარედ გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორი კომპანია „ემოლას კორპორეიშენი“ იყო.