ინგუშეთში მე-6 დღეა 8 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც მდინარემ გაიტაცა

21.06.26 13:07
ინგუშეთში  მე-6 დღეა 8 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც მდინარემ გაიტაცა

ჩრდილოეთ კავკასიაში 8 წლის ბიჭის მოსაძებნად უპრეცედენტო მასშტაბის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. უკვე მეექვსე დღეა, ინგუშეთში დაკარგულ ბავშვს 20 ათასზე მეტი ადამიანი ეძებს.

ტრაგედია სოფელ იან-დარეში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამი ბავშვი მდინარე სუნჟის ნაპირზე თამაშობდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად 8 წლის ხიზირი მდინარეში გადახტა. პირველი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა თავად ბიჭი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივ მაშველებთან ერთად ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩასული ათასობით მოხალისე მონაწილეობს. ბავშვის საპოვნელად სპეციალისტებმა მდინარის ფსკერის შესამოწმებლად კალაპოტის ნაწილიც კი შეცვალეს.

განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ის ფაქტი, რომ დაკარგულ ბიჭს, რომელსაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია ეძებს, 8 წელი 20 ივნისს, დაკარგვამდე ერთი დღით ადრე შეუსრულდა.

მსგავსი სიახლეები