ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია გიორგი ჩახუნაშვილის საქმეზე განაჩენის გადახედვას ითხოვს
საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ღრმა შეშფოთებით ეხმაურება. ამის შესახებ აკადემიის წევრბემა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.
აკადემია „4 ოქტომბრის საქმის“ ხელახალ განხილვას, სასამართლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებასა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩართულობას მოითხოვს.
ღრმა შეშფოთებით ვეხმიანებით აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გიორგი ჩახუნაშვილი არის ცნობილი ექიმი-პედიატრი, პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურება საქართველოს, ქართულ მედიცინას, მეცნიერებასა და განათლებას. მისი პროფესიული ბიორგაფია, საზოგადოებრივი საქმიანობა და პიროვნული ავტორიტეტი საყოველთადო ცნობილია. იგი იყო ექიმის პროფესიის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ჰუმანიზმის მაგალითი.
იმის გათვალისწინებით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბატონი გიორგის გარდა დაპატიმრებულია კიდევ 6 ადამიანი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სრულიად 4 ოტომბრის საქმის საფუძვლიანი და ობიექტური გადახედვა მოხდეს კანონის გათვალისწინებით, ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით.
ასევე სასამართლო პროცესის შესაბამისობის შეფასებას მოვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ საქიმს შესწავლა.
საერთაშორისო სამეიდცინო, სამეცნიერო და აკადემიურ საზოგადოებას მოვუწოდებთ ჩართულობის პროცესისკენ ამ საქმის მონიტორინგში. პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფუნდამენტური ფულებების სრულ დაცვას სასჯელის აღსრულების პერიოდში. ყველა სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენება პატიმართა უფლებების აღდგენის და სამართლიანობის აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია გააგრძელებს დემოკრატულ, კანონიერ და მშვიდობიან სამიანობას პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის და სხვა პატიმართა უფლებების დასაცავად, - განაცადეს ბრიფინგზე.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.