წალენჯიხის არტ-მეურნეობაში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა
წალენჯიხის არტ-მეურნეობამ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციას უმასპინძლა. შეხვედრა თემაზე, „თავისუფლების კუნძული“, წალენჯიხის, ზუგდიდისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, ასევე ნიკო კვარაცხელიას IT აკადემიის მოსწავლეებს აერთიანებდა.
ლექციის ფარგლებში მონაწილეებმა თავისუფლების ისტორიულ, კულტურულ და ფილოსოფიურ განზომილებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობასა და თანამედროვე საზოგადოებაში მის როლს დაეთმო.
ორგანიზატორების განცხადებით, არტ-მეურნეობაში მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. მათი თქმით, ინიციატივის მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ცნობილ მეცნიერებთან, მწერლებთან და მოაზროვნეებთან ღია დისკუსიების ხელმისაწვდომობის გაზრდა.