სამი წელი პასუხების გარეშე - თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი ლაურა სულხანიშვილის ოჯახი საქმის ეფექტიან გამოძიებას ითხოვს

21.06.26 15:38
სამი წელი პასუხების გარეშე - თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი ლაურა სულხანიშვილის ოჯახი საქმის ეფექტიან გამოძიებას ითხოვს

 

 

თბილისის ზღვაზე სამი წლის წინ გარდაცვლილი 34 წლის ლაურა სულხანიშვილის ოჯახი საქმის სრულფასოვან და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს. ოჯახის წევრების განცხადებით, გამოძიებას დღემდე არ გაუცია პასუხი მთავარ კითხვებზე, რომლებიც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გარემოებებს უკავშირდება.

ლაურა სულხანიშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ თვითმკვლელობისა და უბედური შემთხვევის ვერსიებს არ იზიარებენ. მათი თქმით, საქმეში არაერთი გარემოებაა, რომელიც დამატებით მოკვლევასა და დეტალურ გამოძიებას საჭიროებს.

ოჯახის წევრები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ ცხედარი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იქნა აღმოჩენილი. მათი განცხადებით, გამოძიებამ საზოგადოებას დღემდე არ მიაწოდა ამომწურავი პასუხები საქმის მნიშვნელოვან დეტალებზე.

გავიდა ნაგვის გადასაყრელად, მაგრამ  მერე უკვე დააგვიანდა, აღარ მოვიდა სახლში და მერე რომ დამირეკა დედაჩემმა, აღარ მოვიდა სახლში შენი დაო, დავრეკეთ ეგრევე 112-ში. ამბობენ ანუ ვერსიაა ასეთი, რომ არხში ჩავარდა, არხმა ჩამოიტანა ზღვაში და მერე უკვე ზღვამ გამორიყა ნაპირზე გვამი, მაგრამ ასე გამოწერილა ერთ ღამეში, არხში ჩავარდა, მერე ზღვამ გამოიტანა ისე, რომ ან არ ჩაიძირა... ისე, დახრჩობის დროს, როგორც ვიცი, სივდება გვამი და გასიებულ მდგომარეობაში გამოაქვს გვამს, მაგრამ მე წყალში ჩემი და არ მინახავს და არც ექსპერტიზის პასუხი ვიცი, რომ ნამდვილად წყალი აქვს ნაყლაპი და ის, რომ ნამდვილად ზღვის წყალი აქვს ნაყლაპი, ესეც არ დევს საქმეში და ვიცით სად ჩავარდა წყალში, თუ ჩავარდნა იყო და არ ვიცით აქ როგორ მოხვდა, იმიტომ, რომ მე ჩემი და წყალში არ მინახავს. ფეზე დაზიანებები ჰქონდა და ტანსაცმელი ჰქონდა გახდილი. იძახიან წყალმა დააზიანა და წყალმა გახადაო. სილურჯეები, რომ შევხედე, პირველი ჩემი რეაქცია იყო, რომ ვერ ვიცანი და მე ვუთხარი, რომ ეს არც ვიცი ვინაა, ჩემი დაა, არ არის - ვერ ვიცანი. მე ვუთხარი, ეს არის ნაცემი, ჩემი რეაქცია პირველი ეგ იყო. თვითმკვლელობა არ ვიცი, რატომ უნდა გადაყაროს ადამიანმა ნაგავი, როცა თითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი. სახეზე დაზიანება რომ არის, მე უფრო ვფიქრობ, ეს არის ფიზიკური დაზიანება. არ ვიცი რა მოხდა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სახეზეა ნაცემი. სექსუალური ძალადობა თავიდანვე მითხრეს, რომ გამორიცხულიაო, პირველადი დათვალიერებით მტკიცდება, რომ არანაირი ძალადობა არ არისო, მაგრამ ექსპეტის პასუხი არ გვაქვს, - ამბობს გარდაცვლილის ძმა. 

გარდაცვლილის ახლობლები სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გარემოებების სრულად დადგენისა და ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ. 

ერთი და იგივე ნომერი ჰქონდა წლების განმავლობაში, უბრალოდ, ბოლოს შემთხვევამდე, რამდენიმე თვით ადრე ნომერი შეცვალა. აქედან გამომდინარე, მეთქი ნომრები გადავამოწმოთ, ვისთან ჰქონდა კავშირი და იმ ძველი ნომრებიდან, თუ ძველ ნომერზე ვინმე უკავშირდებოდა, მაშინ ახალ ნომერზეც ხომ უნდა იყოს ნარეკი და ეგ, მემგონი, გამოძებისთვის ერთ-ერთი ხელმოსაჭიდია, მაგრამ გამოძიება, სამწუხაროდ, არ ფიქრობს არაფერს. არ დახურულა საქმე. ელემენტარული ექსპერტიზის პასუხიც არ ვიცი. გაოძიება რომ დაიწყო, არ ვიცი დაწყება რას ჰქვია, გაგრძელება რას ჰქვია, აი, რაც თავიდან იო, ის ეტაპია, სამი წელი გავიდა. ნებისმიერს მინდა მივმართო და ვთხოვო, თუ ვინმეს შეუძლია, დამეხმაროს და გვერდში დამიდგეს, ერთია რომ ადამიანს დაკარგავ და მეორე, რომ ვერ იგებ რა მოხდა, - ამბობს ძმა.  

შეგახსენებთ, რომ შემტხვევა 3 წლის წინ მოხდა. 34 წლის ქალი სახლიდან ნაგვის გადასაყრელად გავიდა. თუმცა მოგვიანებით ის თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი ნახეს.  

მსგავსი სიახლეები