ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - დაშავებულია 3 ადამიანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი საგზაო სამუშაოზე დასაქმებულ მუშებს დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.