დიდუბის მეტროში მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

21.06.26 18:27
დიდუბის მეტროში მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

დიდუბის მეტროს სადგურზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევის გამო მეტროს მოძრაობა სადგურის მოედნიდან ახმეტელის თეატრამდე დროებით შეჩერებულია.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ინციდენტის გარემოებების შესახებ არ ვრცელდება.

თბილისის სატრანსპორტო სამსახური მგზავრებს შეფერხების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.