ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდუბის მეტროში ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდუბის მეტროში ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა. ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მატარებელი გამოჩნდა, ბაქანზე მდგომი ქალი ლიანდაგებზე აღმოჩნდა. ამასთან, მოქალაქეები ვერ ამბობენ, ქალი გადახტა თუ შემთხვევით გადავარდა.
20 წლის გოგო იყო, მეტროში ჩავარდაო, ფეხი ჩაუვარდაო და ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენაო და თავის ქალა ჰქონდა ჩატეხილიო და ადგილზევე დაიღუპაო, - ამბობს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ დიდუბის მეტროს სადგურზე მგზავრი ლიანდაგებში ცოტა ხნის წინ ჩავარდა. შემთხვევის გამო მეტროს მოძრაობა სადგურის მოედნიდან ახმეტელის თეატრამდე ამ დრომდე შეჩერებულია.