34 წლის ქალის ბურუსით მოცული სიკვდილი - სამი წლის შემდეგაც ოჯახი სამართალს ითხოვს
34 წლის ლაურა სულხანიშვილის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგაც ოჯახი საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს. ახალგაზრდა ქალი სახლიდან ნაგვის გადასაყრელად გავიდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მისი ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლი გახდა. მათი ვერსიით, ლაურა სულხანიშვილზე თავდაპირველად იძალადეს, შემდეგ მოკლეს, ხოლო დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით მისი ცხედარი წყალსაცავთან დატოვეს.
ლაურა სულხანიშვილის ძმა სამართალდამცავ უწყებებს საქმის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ოჯახს პასუხები არ მიუღია.
სულხანიშვილების ოჯახი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და დაადგინოს, რა გახდა 34 წლის ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.