თეთრხალათიანების სოლიდარობა პატიმარ პედიატრს - ექიმები გოგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

21.06.26 20:21
თეთრხალათიანების სოლიდარობა პატიმარ პედიატრს - ექიმები გოგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

 

 

72 წლის პედიატრისა და აკადემიკოსის, გოგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხვალ, დილის 11 საათზე, საყოველთაო სოლიდარობის აქციას გამართავენ. მედიკოსები ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილებთან 5 წუთიან სიმბოლურ პროტესტს მოაწყობენ.

გოგი ჩახუნაშვილის პატიმრობას დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიაც. აკადემიის წევრი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ე.წ. „სასახლის ღობის საქმის“ გარემოებები ხელახლა უნდა იქნეს შესწავლილი.

დაახლოებით 60 მეცნიერის მიერ გაზიარებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის მიმართ საზოგადოებაში არაერთი შეკითხვა არსებობს და აუცილებელია პროცესის ობიექტური შეფასება.

ცნობისთვის, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გელაშვილმა ჯგუფურ ძალადობასა და მიხეილ ყაველაშვილის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე შვიდ პირს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდადებულთა შორის არის ცნობილი პედიატრი გოგი ჩახუნაშვილიც.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები