ქვეყანა, რომელსაც ემიგრანტები არჩენენ - რას ცხადყოფს სტატისტიკა

21.06.26 20:32
ქვეყანა, რომელსაც ემიგრანტები არჩენენ - რას ცხადყოფს სტატისტიკა

 

 

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა კვლავ იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანაში თითქმის მილიარდი ლარის ეკვივალენტი თანხა გადმორიცხეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 7%-ით მეტია. გზავნილების მოცულობით ლიდერობენ აშშ, იტალია და რუსეთი.

ეკონომისტების შეფასებით, ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს და ათიათასობით ოჯახი სწორედ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. მათი თქმით, ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების წვლილი ძალიან დიდია.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია, მაშინ როდესაც ისინი საკუთარი შრომით საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს ფინანსურად უზრუნველყოფენ. ამავე დროს, მათი თქმით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები კვლავ მწვავე განხილვის თემად რჩება.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხელისუფლება ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს, თუმცა საკმარისად ვერ ახერხებს ისეთი სამუშაო ადგილების შექმნას, რომლებიც მოქალაქეებს ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. მათი შეფასებით, სწორედ ამ ფონზე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამუშაოს საძიებლად უცხოეთში მიდიან.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები