ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა - ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.
თემურ უგულავას სახელს უკავშირდება შემდეგი ცნობილი ბრენდები და ობიექტები:
-
სასტუმროების ქსელი Rooms Hotel.
- სასტუმრო Stamba, რომელიც თბილისში, ძველი საბჭოთა გამომცემლობის შენობაში განთავსებული მაღალი კლასის, დიზაინზე ორიენტირებული სასტუმროა.
- Fabrika - ძველი საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკის ბაზაზე შექმნილი მულტიფუნქციური ურბანული სივრცე თბილისში, რომელიც აერთიანებს დიდ ჰოსტელს, კაფე-ბარებს, სამუშაო და შემოქმედებით სივრცეებს.
- Holiday Inn Tbilisi სასტუმრო.