სასახლის ღობის საქმე - ცნობილია რა განაჩენი გამოუტანეს 8 პირს
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სრულად დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ყველა მათგანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა:
- ალექსანდრე ჩილაჩავას - 5 წელი;
- ზურაბ ჭავჭანიძეს - 5 წელი;
- გენადი კუპრეიშვილს - 5 წელი;
- ვლადიმერ გველესიანს - 5 წელი;
- ამირან დოლიშვილს - 5 წელი;
- რამაზ მამულაძეს - 5 წელი;
- სულხან ტუღუშს - 5 წელი;
- ანტონ ვარდანიძეს - 5 წელი.
პროკურატურა რვავე დაკავებულს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, 22 პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.