რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში - 2024 წლის სტატისტიკა

22.06.26 12:53
რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში - 2024 წლის სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგების მიხედვით, 3 მილიონ 930 ათასი კაცით განისაზღვრა.

როგორც თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი.

მისივე თქმით,  2014 წლის მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით მონაცემი გაზრდილია 5.8%-ით ანუ 216 ათასი კაცით.

ამასთან, საქსტატი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას აღწერაში შესული უცხოეთის მოქალაქეების შესახებ, დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში 3.9%, ანუ 133,857 ადამიანი არის უცხოეთის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აღწერის თანახმად, საქართველოს მოქალაქე 3,795,724 ადამიანია. 

საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან აღრიცხული საქართველოს მოსახლეობის მთლიან შემადგენლობაში:

  1. რუსეთის მოქალაქე - 37,715 ადამიანი;
  2. ინდოეთის მოქალაქე - 23,925 ადამიანი;
  3. უკრაინის მოქალაქე - 11,542 ადამიანი;
  4. აზერბაიჯანის მოქალაქე - 8,309 ადამიანი;
  5. სომხეთის მოქალაქე - 5,381 ადამიანი;
  6. თურქეთის მოქალაქე - 5,262 ადამიანი;
  7. ბელარუსის მოქალაქე - 4,473 ადამიანი;
  8. ირანის მოქალაქე - 4,322 ადამიანი;
  9. ისრაელის მოქალაქე - 3,244 ადამიანი;
  10. იორდანიის მოქალაქე - 3,037 ადამიანი.

საქართველოს მოსახლეობის წინა აღწერით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა საქართველოს მოსახლეობა 3,713,000-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები