საქართველომ სომხეთიდან ყვავილების რეკორდული მოცულობა შეიძინა - იმპორტი თითქმის სამჯერ გაიზარდა
საქართველომ 2026 წლის მაისში სომხეთიდან 218 ტონაზე მეტი ყვავილი შეიძინა, რაც ერთ თვეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტი თითქმის სამჯერ გაიზარდა, ხოლო აპრილთან შედარებით ზრდამ 89% შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, მაისში საქართველოში სულ 341,7 ტონა ყვავილი შემოვიდა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი სწორედ სომხეთზე მოდის. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ასევე არიან ეკვადორი, ნიდერლანდები, კენია, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და იტალია.
აღსანიშნავია, რომ სომხეთიდან შემოტანილი ყვავილები რეექსპორტზე არ გადის და ქართულ ბაზარზე რჩება. ექსპერტები ზრდას უკავშირებენ იმ გარემოებასაც, რომ რუსეთმა სომხური ყვავილების იმპორტი შეზღუდა, რის შემდეგაც ერევანმა ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება დაიწყო.