რეზო კიკნაძეზე დაწერილი კომენტარის გამო, მოქალაქე 2000 ლარით დააჯარიმეს
პატიმრობაში მყოფი რეზო კიკნაძის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, მოქალაქე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2000 ლარით დააჯარიმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, სალომე ქირიამ განაცხადა, მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა 3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
"ბატონი ვახტანგის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა 3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში კომენტარის სახით შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ რეზო კიკნაძეს. აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევი პიროვნება, რომელიც დღეს სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, - განაცხადა სალომე ქირიამ.
მანამდე 4000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ცეკვავამ მოქალაქე მოქალაქე ივანე კოდელაშვილი. იგივე სამსახურმა ბიძინა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო აქტივისტ, თამუნა გიორგაძეს სამართალდარვევის ოქმი შეუდგინა.