რა [არ] გააკეთა სახალხო დამცველმა? - რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში და რატომ დაუპირისპირდა იოსელიანს გახარიას გუნდი

22.06.26 20:52
რა [არ] გააკეთა სახალხო დამცველმა? - რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში და რატომ დაუპირისპირდა იოსელიანს გახარიას გუნდი

 

 

სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა დღეს პარლამენტში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. ომბუდსმენის მთავარი კრიტიკოსები გიორგი გახარიას პარტიის წევრები იყვნენ, რომლებმაც ლევან იოსელიანს საქმიანობა დაუწუნეს. ექსპრემიერის პარტიას აინტერესებდა დაასახელებდა თუ არა სახალხო დამცველი ქვეყანაში შექმნილ უმწვავეს პრობლემებზე მთავარ პასუხისმგებელ პირად ბიძინა ივანიშვილს, თუმცა სახალხო დამცველი ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. 

ექსპრემიერის პარტიის კიდევ ერთი და მთავარი პრეტენზია, გიორგი გახარიას საკითხს ეხებოდა. დაინტერესდნენ, რატომ ვერ მოხვდა 500-გვერდიან ანგარიშში, ჩორჩანას საქმე, საგამოძიებო კომისია, გახარიაზე დიტო სამხარაძის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების და 20 ივნისის საქმეები და როგორია სახალხო დამცველის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. 

"ქართულმა ოცნებამ" შანსი ხელიდან დღესაც არ გაუშვა თავს კიდევ ერთხელ დასხმოდნენ კაცს, რომელიც ერთ დროს მათთვის საუკეთესო კრიზისმენეჯერი და სუპერძალოსანი მინისტრი იყო. ტრადიციულად სხვისთვის დასმულ კითხვაზე, პასუხის გაცემა საკუთარ თავზე არჩილ გორდულაძემ აიღო და დიტო სამხარაძის თავდასხმა გახარიაზე იმით გაამართლა, რომ გიორგი გახარიამ, სამხარაძეს სახეში ჭიქა ესროლა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები