ინგუშეთში 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვნეს, რომელმაც მეგობარი დახრჩობას გადაარჩინა, თვითონ კი მდინარემ წაიღო
ინგუშეთში 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვნეს, რომელმაც მეგობარი დახრჩობას გადაარჩინა, თვითონ კი მდინარემ წაიღო.
ინფორმაცია ადგილობრივმა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა. 8 წლის ხიზირი რვა დღეზე მეტია დაკარგულად ითვლებოდა.
ტრაგედია სოფელ იან-დარეში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამი ბავშვი მდინარე სუნჟის ნაპირზე თამაშობდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად 8 წლის ხიზირი მდინარეში გადახტა. პირველი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა თავად ბიჭი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივ მაშველებთან ერთად ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩასული ათასობით მოხალისე მონაწილეობდა. ბავშვის საპოვნელად სპეციალისტებმა მდინარის ფსკერის შესამოწმებლად კალაპოტის ნაწილიც კი შეცვალეს.