აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები: საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტია
აქციებზე დაკავებული ადამიანების მშობლები და ოჯახის წევრები საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრესს.
მათი განცხადებით, პატიმრებს თავისუფლება წაართვეს, თუმცა ღირსება და სამართლიანობის რწმენა ვერ წაართვეს. მათივე თქმით, საზოგადოების მხარდაჭერა და ერთიანობა ბრძოლაში მათთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
დღეს აქ ვდგავართ არა მხოლოდ როგორც სინდისის პატიმრის მშობლები და ოჯახის წევრები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებსაც გვჯერა სიმართლის, ღირსებისა და თავისუფლების! ჩვენი შვილები, ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს ციხეში არიან. მათ წაართვეს თავისუფლება, მაგრამ ვერ წაართვეს ღირსება, სიმართლე და რწმენა, რომ სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს.
ამ რთულ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მხადრაჭერას. თითპეული სიტყვა, თითოეული გამოხატული სოლიდარობა, თითოეულ აქციაზე მოსული ადამიანი გვაძლიერებენ. გვაძლიერებს, როდესაც ვხედავთ, რომ საზოგადოება არ ივიწყებს პატიმრებს, არ ტოვებს მათ მარტო და მათ გვერდით დგას. ეს გვაძლევს ძალას, გავაძლიეროთ ბრძოლა.
სოლიდარობა მხოლოდ თანაგრძნობა არ არის. სოლიდარობა არის მოქმედება. ეს არის ერთიანობის გვერდით დგომა მაშინ, როდესაც ამისთვის გამბედაობაა საჭირო.ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ გაერთიანებული საზოგადოება უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი უსამართლობა, - განაცხადა მარიანა ტერიშვილმა.