სტიქია სამეგრელოში - სენაკში უხვმა ნალექმა გზები, ეზოები და სავარგულები დატბორა

27.06.26 13:25
სტიქია სამეგრელოში - სენაკში უხვმა ნალექმა გზები, ეზოები და სავარგულები დატბორა

სამეგრელოში ძლიერი წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით სენაკი დააზარალა, სადაც დატბორილია საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

„პირველების“ რედაქციის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დატბორილ საავტომობილო გზაზე მანქანაა გაჩერებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს.