სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს

27.06.26 12:35
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს

სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობას საგანგებო მანიფესტით მიმართავს. მესამე სექტორი პარტნიორებს ოკუპირებული რეგიონების ღია და  ფაქტობრივი ანექსიის ახალ, საგანგაშო ეტაპზე გადასვლის შესახებ  აწვდის ინფორმაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს, ევროკავშირს, ნატოსა და ეუთოს დეტალურ მტკიცებულებებს უგზავნიან, თუ როგორ გააუქმა მოსკოვმა მარიონეტული მმართველობის ფორმალური ნიშნებიც კი - ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსი მაღალჩინოსანი მარატ კამბოლოვი დაინიშნა, პუტინმა და გაგლოევმა კი ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიწებისა და ქონების რუსეთის მოქალაქეებზე გადაცემას აკანონებს.

წერილში, რომელიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების სახელით ვრცელდება და რომელსაც 50-ზე მეტი ყოფილი საჯარო მოხელე აწერს, პარტნიორებისგან რუსეთის აგრესიული პოლიტიკის დაგმობას და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას ითხოვენ.

ასევე, "მიზნობრივი სანქციების დაწესებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ანექსიურ და მილიტარისტულ პროცესებში;"

„2026 წლის 9 მაისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევს მიერ ხელმოწერილი „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ შეთანხმება, წარმოადგენს ფაქტობრივი ანექსიის ახალ განზომილებას, რომელიც ადგილზე მოქმედი რეჟიმის სისტემაში ე.წ. პოლიტიკურ თანამდებობებზე საკუთარი მოქალაქეების დანიშვნის უფლებას აძლევს, ქმნის უძრავი ქონებისა და რესურსების რუსეთის მოქალაქეებისათვის საკუთრებაში გადაცემის “სამართლებრივ“ საფუძვლებს და აღრმავებს ოკუპირებული ცხინვალის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული სისტემების ფუნქციურ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნის მარატ კამბოლოვის დანიშვნა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერად და მისთვის მართვის სადავეების გადაბარება საკადრო ცვლილებების გზით წარმოადგენს ადგილობრივი მარიონეტული მმართველობის ფორმალური ნიშნების გაუქმებას და ოკუპირებული რეგიონის პირდაპირ, ღია გადასვლას რუსეთის ფედერაციის მმართველობის ქვეშ.

ანექსიური პროცესები ძლიერდება, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რუსეთთან საკანონმდებლო “ჰარმონიზაციითა“ და უძრავი ქონების ბაზრის რუსული კაპიტალისთვის გახსნით მოსკოვი ახდენს რეგიონის “სამართლებრივ” და ეკონომიკურ შთანთქმას. პროცესების ყოვლისმომცველ კოორდინაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი ეშელონებიდან პირადად მოსკოველი კურატორი - სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს. განსაკუთრებით საგანგაშოა ოჩამჩირის პორტის გადაქცევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო პლაცდარმად და თბილისის მიმართ გაჟღერებული მუქარები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ხსენებული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე. არსებობს მაღალი რისკი, რომ მოსკოვმა საკუთარი შემცირებული გავლენის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს.

მოსკოვის მოთხოვნა თბილისთან ე.წ. „ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის არა კონფლიქტის რეალურ მხარესთან - რუსეთთან, არამედ ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან, წარმოადგენს საქართველოს მთელი ტერიტორიის რუსეთის გავლენის სფეროდ დამკვიდრების ნიადაგის შემზადებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ცალმხრივად, მათ შორის საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, რაც მსგავსი მოთხოვნების პოლიტიკურ და პროვოკაციულ ხასიათს ააშკარავებს”, - აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვას მისი გავრცელებისას ხელს აწერენ:

  • თეონა აქუბარდია (საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წწ, პარლამენტის წევრი 2020-2024 წწ)
  • მალხაზ მიქელაძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
  • თინა ხიდაშელი (საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015-16 წწ, „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე)
  • დავით სიხარულიძე (საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2008-2009 წლებში)
  • გიორგი მუჩაიძე (საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი)
  • მიხეილ დარჩიაშვილი (საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე 2013-2014წწ)
  • თეიმურაზ კეკელიძე (საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში 2020-2023 წწ)
  • შალვა ლომიძე (საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი 2021-2024 წწ)
  • გიორგი ბილანიშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი)
  • ნინო გორგოძე (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი)
  • მაია გოგიბერიძე (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი)
  • კარლო ცქიტიშვილი (საერთაშირისო ურთიერთობების სპცეიალისტი)
  • გიგი გიგიაძე (ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი)
  • ნოდარ ხარშილაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
  • მიხეილ უკლება (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
  • მერაბ ანთაძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
  • ზურაბ ერისთავი (საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშემიანთა სამეფოში 2009-2013 და მექსიკის შეერთებულ შტატებში 2015-2020)
  • გიორგი მელაშვილი ( ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე)
  • ნიკოლოზ ვაშაკიძე ( საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე)
  • გელა სეხნიაშვილი (საქართველოს ყოფილი ელჩი არგენტინაში)
  •  გიორგი ჩხეიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
  • დავით ნარდაია (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
  • ელგუჯა ხოკრიშვილი (დემოკრატიის, გეოპოლიტიკისა და მედეგობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი)
  • ნატო ბაჩიაშვილი (გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი)
  •  მერაბ ვაშაკიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
  • ზვიად (სანდრო) ჭუმბურიძე (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
  • გიორგი ყარალაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
  • ირაკლი ლაითაძე (ილიაუნის პროფესორი)
  • ნიკოლოზ რთველიაშვილი (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
  • დავით დონდუა (ევროკავშრის ცნობიერების ცენტრი)
  • ვალერი ჩეჩელაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, BSEC-ის ყოფილი გენერალური მდივანი 2000-2004, ფინანსთა ყოფილი მინისტრი 2005)
  • დავით ბუჯიაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
  • გიორგი ყველაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიან დესპანი)
  • გრიგოლ მაგრაქველიძე (დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი)
  • გელა ბეჟუაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი - 2004, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი - 2005-2008)
  • მარიკა რაქვიაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
  • თენგიზ ფხალაძე (საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი - საგარეო ურთოერთობათა ყოფილი მდივანი 2014-2018)
  • ნიკოლოზ ქავთარაძე (სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი)
  • პაატა დავითაია (საქართველოს პარლამენტის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომატე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 2008-2012წწ)
  • ივანე მაჭავარიანი (საქართველოს ყოფილი ელჩი იაპონიაში - 2006-2009; საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი - 2013-2015; უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი - 2015-2018)
  • გიორგი ბადრიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი)
  • ვახტანგ კაპანაძე ( (თადარიგის გენერალ მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2005-2006 და 2012-2016 წწ)
  • ვლადიმერ ჩაჩიბაია (თადარიგის გენერალ ლეიტენანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური 2016-2020წწ და პარლამენტის ყოფილი წევრი 2020-2024წწ)
  • გოჩა ჯავახიშვილი (საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში)
  • ელენე მარჩილაშვილი (ყოფილი დიპლომატი)
  • არჩილ გეგეშიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
  • ტარიელ ლებანიძე (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
  • მანუჩარ წოწონავა (საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
  • კონსტანტინე გაბაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე)
  • თემურ იაკობაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი)
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თბილისის ყოფილი მერი)
  • ეკა აკობია (პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი)
  • სერგი კაპანაძე (პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება DSG (აერთიანებს 40-ზე მეტ ყოფილ დიპლომატს)
  • ნუკრი ნოდია (მოძრაობა აფხაზეთისთვისთვის)
  • დავით კაპანაძე (ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი უფროსი მრჩეველი)

მსგავსი სიახლეები