რუსეთი ომში ინიციატივას აღარ ფლობს - სიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი ომში ინიციატივას აღარ ფლობს.
მისი თქმით, შავ ზღვაში უდავოდ უკრაინამ გაიმარჯვა.
როგორც ჩანს, ფაზა, როდესაც ინიციატივას რუსეთი ფლობდა, დასრულდა... უკრაინამ შავ ზღვაში უდავოდ გაიმარჯვა. რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეში უპირატესობა ნამდვილად არ აქვს. მას შეუძლია რაკეტების და დრონების გაშვება, მაგრამ არ შეუძლია უკრაინის თავზე თავისუფლად ფრენა. სახმელეთო ბრძოლა ჩიხში შევიდა, უკრაინამ კი, როგორც ჩანს, დონბასიდან ყირიმამდე სტრატეგიულ ავტომაგისტრალზე კონტროლი დაამყარა“, - განაცხადა სიკორსკიმ.