ეს არის ჯგუფური ძალადობა და სისხლის სამართლის დანაშაული - ბესელია პარლამენტში მომხდარზე

27.06.26 18:28
ეს არის ჯგუფური ძალადობა და სისხლის სამართლის დანაშაული - ბესელია პარლამენტში მომხდარზე

"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ამბობს, რომ გუშინ, რაც პარლამენტში მოხდა და რაც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, სისხლის სამართლის დანაშაულია. 

ბესელია ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მომხდარის შემდეგ, დეპუტატები, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდნენ, აიღებდნენ პასუხისმგებლობას და მომხდარზე გამოძიება დაიწყებოდა. 

და ამ დროს ციხეში სხედან ადამიანები, რომელთაც არაფერი არ ჩაუდენიათ და ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებისთვის გაასამართლეს - ამბობს ბესელია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში. 

გუშინ რაც მოხდა ნორმალური კულტურის და დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, არა მხოლოდ ბოდიშს მოიხდიდნენ, არამედ ის დეპუტატები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიოდნენ პირდაპირ ეთერში ჯგუფურად ძალადობდნენ ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, ისინი თავად აიღებდნენ პასუხისმგებლობას. არავითარი იმუნიტეტი არ იცავს დეპუტატს, როდესაც ის დანაშაულს ჩადის და ამ შემთხვევაში დაიწყებოდა გამოძიება.

როცა ორგანიზებულად ურტყამენ ადამიანებს, ამას სისხლის სამართლის ენაზე ჰქვია ძალადობა ჩადენილი ორგანიზებულად პირთა ჯგუფის მიერ. 

და ამ დროს ციხეში სხედან ადამიანები, რომელთაც არაფერი არ ჩაუდენიათ და ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებისთვის გაასამართლეს.რატომ ზის ციხეში მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, ანდრო ჭიჭინაძე და სხვები?

როგორც იქცევიან ის სჭირთ, ისეთი მდგომარეობა აქვთ. როგორც იქცევიან ის განსაზღვრავს მათ შინაგან მდგომარეობას.მათ კრიტიკული მოსაზრების ისეთი მიუღებლობა აქვთ, რომ მზად არიან ჩაქოლონ ერთობლივად ჯგუფურად ადამიანებზე იძალადონ. ამ დროს მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია ჰყავთ ციხეში", - განაცხადა ბესელიამ. 

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • ლევან მაჭავარიანი,
  • ირაკლი კირცხალია
  • ირაკლი ხელაძე

მსგავსი სიახლეები