რა ინფორმაცია მიაწოდა ეკა ბესელიას ქალთა ციხის დირექტორმა ელენე ხოშტარიას შესახებ
ეკა ბესელია იმ ქალთა ციხის ხელმძღვანელს ესაუბრა, სადაც ელენე ხოშტარია იხდის სასჯელს - როგორც "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, მისი ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულება უარზე არ იქნება დაპატიმრებული პოლიტიკოსი ქალის კლინიკაში გადაყვანაზე, თუ ხოშტარიას ექიმსა და პენიტენციური სამსახურს შორის შეთანხმება შედგება.
- დღეს, 27 ივნისს, 19:00 საათზე, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ანი ქავთარაძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს შეხვდებიან.
მე ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ქალთა საპატიმრო დაწესებულების დირექტორს, ქალბატონმა ნესტანმა მითხრა, რომ არის მზაობა, რომ როგორც კი ექიმ მაკა იოსელიანთან ერთად დაიგეგმება და შეთანხმება მოხდება, არაფერზე არ იქნება უარი ნათქვმი, არც გადაყვანაზე ამბობს ვინმე უარს, როგორც კი ეს შეთანხმდება შედგება, ემ ასეთი ინფორმაცია მაქვს", - განაცხადა ბესელიამ "ტვ პირველთან".
შეგახსენებთ, პარტია „დროამ“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მისი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანაა საჭირო. პარტიის განცხადებით, რევმატოლოგის შეფასებით, დაავადება პროგრესირებს, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია.