შეხვედრა პენიტენციურში - ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი და ანი ქავთარაძე გიორგი პატარიძეს ხვდებიან

27.06.26 19:45
შეხვედრა პენიტენციურში - ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი და ანი ქავთარაძე გიორგი პატარიძეს ხვდებიან

ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ანი ქავთარაძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს ხვდებიან - შეხვედრა ამ წუთებში პენიტენციურ სამსახურში მიმდინარეობს.

შეხვედრის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. 

სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არა დაპატიმრებულ ქალ პოლიტიკოსს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის შეფასებით, მკვეთრად გაუარესებულია, მულტიფუნქციურ კლინიკაში. 

შეგახსენებთ, პარტია „დროამ“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მისი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანაა საჭირო. პარტიის განცხადებით, რევმატოლოგის შეფასებით, დაავადება პროგრესირებს, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია.

მსგავსი სიახლეები