"პირველების" ინფორმაციით, თბილისში ბენზინგასამართ სადგურზე მუნიციპალური ტრანსპორტი შევარდა - სავარაუდო მიზეზად გაუმართაობა სახელდება
"პირველების" ინფორმაციით, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი შევარდა - თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ, 504 ნომერ სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
როგორც "ტვ პირველს" უყვებიან, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლმა მგზავრები იქვე მყოფ გაჩერებასთან სასწრაფოდ ჩამოსვა, შემდეგ სავარაუდოდ პოლიციას დაურეკა და აცნობა, რომ სამარშრუტო ტაქსი მწყობრიდან იყო გამოსული.
არსებული ინფორმაციით, პოლიციის მისვლამდე, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და იქვე მყოფ ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა, თუმცა მანამდე ავტომობილიდან გადმოხტომა მოასწრო.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.