თანამდებობები საჯარო უწყებებში დეპუტატების და მინისტრების ოჯახის წევრებისთვის

27.06.26 20:38
თანამდებობები საჯარო უწყებებში დეპუტატების და მინისტრების ოჯახის წევრებისთვის

თანამდებობები საჯარო უწყებებში დეპუტატების და მინისტრების ოჯახის წევრებისთვის - "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის მეუღლე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მუშაობს. ლელა წიკლაურის ხელფასი წელიწადში თითქმის 88 ათასი ლარია, რაც თვეში შვიდი ათასს ლარს აღემატება.  მანამდე დეპუტატის ცოლი ავერისის აფთიაქში მუშაობდა აუდიტორად, სადაც 2018 წელს დასაქმდა. 

სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული ასევე შსს მინისტრის, სულხან თამაზაშვილი მეუღლეც . თამარ ნარიმანიძე სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს. ეს სწორედ ის სამსახურია რომელმაც თამაზაშვილის უწყებიდან გაგზავნილი მტკიცელებები უნდა შეისწავლოს და ექსპერტიზის დასკვნა დადოს. 

  • სულხან თამაზაშვილის  დეკლარაციას თუ შევხედავთ,  ჩანს რომ ექსპერტიზის ბიუროში დასაქმებამდე თამარ ნარიმანიძე წლები უმუშევარი იყო. წინა წლების გრაფები ცარიელია. უფრო ადრე მუშაობდა იურისტად კერძო კომპანიებში, ოფიციალურ დოკუმენტებში კი მისი გვარის გვერდზე ახალი სამსახური 2024 წელს ჩნდება. ამ დროს თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 

თამაზაშვილის თანამშრომელია განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მეუღლე ნინო მიქანაძე.  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწინაურებაც მეუღლის მინისტრად დანიშვნას ემთხვევა. 

  • დეკლარაციაში ჩანს, რომ ნინო მიქანაძე შსს ანალიტიკური დეპარტამენტის განყოფილების უფროსად 1 სექტემბერს დანიშნეს. მანამდე ის სულ რამდენიმე თვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში იყო, მრჩევლის პოზიციაზე, უფრო ადრე კი პარლმენტში. 

რაც შეხება "ოცნების" კიდევ ერთ წარმომადგენელს, დავით მათიკაშვილს, მისი მეუღლე ნინო მამულაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

  • ის მოსამართლედ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში განამწესეს, 2017 წელს. ამ დროს მისი მეუღლე უკვე დეპუტატი იყო მე-9 მოწვევის დეპუტატში.

იმ დროს, როცა მმართველ ძალა გერმანიის ელჩთან დაპირისპირებაშია და პეტერ ფიშერს ხან ქვეყნის მტრად აცხადებს და  ხან ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს, ირკვევა, რომ საგარეო კომიტეტრის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მეუღლე გერმანიის საელჩოს თანამშრომელია. 

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე მომუშავე თინათინ მგელაძე კი დეპუტატ რატი იონათამიშვილის მეუღლეა. მან  ამ პოზიციაზე მუშაობა თუ მისი მეუღლის შევსებულ დეკლარაციას დავეყდნობით 2024 წელს დაიწყო.

რატი იონათანიშვილის გარდა, დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძის მეუღლეც პარლამენტის თანამშრომელია. მარიამ ფიფია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა პარლამენტის საბიჯეტო ოფისის წამყვანი სპეცილიატსია. მისი წლიური ანაზღაურება თითქის 26 ათასი ლარია. 

ნოტარიუსთა პალატაში მუშაობს ალუდა ღუდუშაურის მუეღლე, სალომე კაცაძე ნოტარიუსია.

  • ის ამ პოზიციაზე გასული წლის 18 ივნისიდან მუშაობს. მანამდე კაცაძე შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის და შპს კიკის იურისტი იყო. 

ფინანსთა სამინისტროშია დასაქმებული დეპუტატ ვარლამენ ლიპარტელიანის მეუღლე გიული ჭკუასელი.

  • ლიპარტელიანის ცოლი სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსია სამინისტრიში. მისი წლიური შემოსავლი თითქმის 65 ათასი ლარია,  რაც თვეში ხუთი ათასს ლარს აღემატება. 

განათლების სამინისტროში მუშაობს ხალხის ძალის წევრის - ზურა ქადაგიძის მეუღლე ანა გარსევანიშვილი.

შედარებით ახალი საჯარო მოხელეა ლადო ბოჟაძის მეუღლე . სოფიო კაპანაძე აფხაზეთის მთავრობაში სულ რაღაც სამი თვის წინ დასაქმდა.  

პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის ცოლი, მარინე სოსიაშვლი კი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში პროექტების მართვის უმცროს სპეციალისტადაა გაფორმებული. დეკლარაციაში იქვე ჩანს მისი კიდევ ერთი სამუშაო ადგილი - ეს სოფელ დიცის საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებლის პოზიციაა.

დეტალები ნახეთ, ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში.