ელენე ხოშტარიას და სხვა პატიმრების გათავისუფლებით მოთხოვნით თბილისში შაბათის მარში მიმდინარეობს
ელენე ხოშტარიას და სხვა პატიმრების გათავისუფლებით მოთხოვნით თბილისში შაბათის მარში მიმდინარეობს.
"მადლობა ბრძოლისთვის" - აქციის მონაწილეებს ამ სახელწოდებით უზარმაზარი ბანერი აქვთ გაშლილი და პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.
მოქალაქეების თქმით, ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უსამართლობაა, როდესაც "ოცნების" მოძალადე დეპუტატები პარლამენტში სხედან, უდანაშაულო ხალხი კი ციხეშია გამოკეტილი.
ძალიან უსამართლო გარემოში ვცხოვრობთ, ადამიანები ქაღალდის სროლის გამო და მზია ამაღლობელი გაწითლებული ლოყის გამო ზის და პარლამენტში რა ხდება... როგორი ადამიანებიც არიან იქ შეკრებილები, ზუსტად აი ამ დონეზე არის საქართველოში ცხვორება დასული. ოლიმპიური ჩემპიონობიდან ძალიან მოკლე ყოფილა გზა "ოცნების" ტიტუშკობამდე"- ამბობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.