ექსკლუზივი: ციხეებში პატიმართა კვება სუს-ის ექს-თანამშრომელს ჩააბარეს
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - აღმოსავლეთ საქართველოს ციხეების კვება სუს-ის ექს-თანამშრომელს ჩააბარეს. ირაკლი ლეთოდიანი, რომელიც ჯამში საქართველოს ბიუჯეტიდან 152 მილიონიან ტენდერს მიიღებს, "შაბათის ეთერთან" ადასტურებს, რომ სუს-ის ყოფილი თანმშორმელია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის სუს-იდან პირდაპირ მრავალმილიონინ ტენდერებში ნაჩუქარი ბიზნეს წილით აღმოჩნდა.
ლეთოდიანი კომპანია გიორგი 20-20-ის წილის მფლობელია, მას ახალ საქართველოს 10 ციხის კვება აქვს ჩაბარებული. ბიზნეს წილი, სადაც მრავალი მილიონი ბრუნავს, ლეთოდიანმა სუს-იდან წამოსვლის შემდეგ საჩუქრად მიიღო.
"კი მაჩუქეს დაკიდევ ბევრს მაჩუქებენ - რატომ ? -- იმიტომ, რომ ვიმსახურებ, კარგი მეგობრები მყავს", - ეუბენბა "შაბათის ეთერს" ლეთოდიანი.
შესყიდვების ოფიციალური პორტალის ბაზის მონაცემებით, 2020 წლიდან, ანუ დაფუძნების დღიდან 2026 წლამდე კომპანიას სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთხელ არ გამოუთქვამს - ვიდრე სუს-ის თანამშრომელი ამ კომპანიის წილს საჩუქრქდ მიიღებდა. გურამიშივლი გამზირზე რესტორან "მეგობრებს" ამუშავებდა, ოღონდ ეს რესტორანიც მათი არ ყოფილა - შენობა ნაქირავები იყო.
ბესიკ დონაძე, რომელიმაც პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული შესიყიდვის ყველა დოკუმენტი შეისწავლა ამბობს, რომ ციხეების კვების ტენდერი პენიტენციურის ნაცვლად რელუარად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. მრავალმილიონიანი წილები ერთი პატარა რესტორნის მფლობელ კომპანიაში უწყების სანდო კაცზე, ირაკლი ლეთოდიანზე გააფორმეს. რეალურად კი, სახელმწიფოსგან წაღებული ამ დიდი ფულისა და ბიზნესის უკან, უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან.
პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული შესყიდვა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიამ უკონკურენტოდ მოიგო. სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, გიორგი 20/20 152-მილიონიანი ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.
პენიტენციური სამსახურის ტენდერი ერთადერთი არ არის, რომელიც სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოიგო. სახელმწიფო შესყიდვების ბაზაში ირაკლი ლეთოდიანის სახელზე რეგისტრირებული კომპანია ლეთო 1979-იც ფიგურირებს. 2025 წელს, კომპანიის დაფუძნებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, ლეთოდიანმა, ყოფილი სამსახურის, სატყეო სააგენტოს 67-ათასლარიანი ტენდერი მოიგო. იმავე წლის 15 სექტემბერს კი, ამავე სააგენტომ მას კიდევ ერთი, ამჯერად 433-ათასლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა.