საიდან გაჩნდა გენინსპექციაში წამების ამსახველი ვიდეომასალა? - პოლიციის ფაილები "შაბათის ეთერში"
"შაბათის ეთერმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმ ინსპექტორს მიაგნო, რომლის პატაკის საფუძველზე პოლიცილების მიერ სამი მოქალაქის სასტიკად ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო - ჩვენს ხელშია რეზონანსული საქმის დოკუმენტები და დისკები.
პოლიციის ფაილების მიხედვით, პოლიციელმა გიორგი ხიდაშელმა 2026 წლის 4 თებერვალს გენერალური ინსპექციის მაშინდელ უფროსს, დავით არჩვაძეს მიწერა, რომ უცნობა პირმა, მისცა დისკი, სადაც პოლიციელების მიერ მოქალქეების ცემა იყო აღბეჭდილი. დგინდება, რომ შსს-ს მოქალაქეების ცემის საქმეზე პატაკის შედგენიდან კიდევ 19 დღე დასჭირდა, ვიდრე პოლიციელებს დააკავებდა.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში შედეგნილი დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ პოლიციაში ხალხის წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ვიღაცამ დისკით მიუტანა გენინესპექციას, რეალურად მობილური აპლიკაცია ვოცაფით გაგზავნილი კადრებია. შესაძლებელია გადაგზავნის თარიღის დადგენაც - 2026 წლის 2 თებერვალი.
საქმის მასალების მიხედვით, სამ მოქალაქეს წამების საათები ქობელეთის პოლიციაში რუსეთიდან ქობულეთში საცხვრებლად გადმოსული, რუსეთის მოქალაქის ევგენი ელისეევის საჩვირს საფუძველზე მოუწყეს. ელისეევი ქობულეთის პოლიციას იმ ჯიბის ქურდის დასჯნას სთხოვდა, ვინც მას ტელეფონო ამოაცალა .
საქმის მასალებში ძალადობაში მხილებული არცერთი პოლიციელი არ ფიგურირებს.
რა დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებით, რომელიც "შაბათის ეთერს" კონფიდენტმა მიაწოდა:
- საგამოძიებო მოქმედებებს გამომძიებელი ოლეგ გოგიტიძე ატარებდა. მან გამოკითხა ევგენი ელისეევი.
- ევგენი ელისეევის ტელეფონის ძარცვაზე, ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი გამყრელიძის განკარგულების საფუძველზე გაიცა. ის ამ დრომდე თანამდებობაზეა, ჩვენ ვერ მივაკვლიეთ მის ჩვენებას პოლიციის ფაილებში.
დოკემენტებს შორის "შაბათის გუნდმა" ვერ მიაკვლია ცნობას ან გამოკითხვის ოქმს, რომ პოლიცილებს, რომელიც ახლა სასჯელს იხდიან, სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები დაკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს მნიშვნელოვანი დეტალი, ირკვევა, რომ ედუარდ ქიშმარაია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში პოლიციელმა მიშა ჯინჭარაძემ სცემა, ძალადობის დროს 17 წლის იყო. "შაბათის ეთერს" ის ეუბნება, რომ განყოფილებაში მისი დაკითხვის ოქმი არ შედგენილა - მაშინ რა მოტივით გადაიყვანა და რამდენი ახალგაზრდა ცემა იმ დღეს ქობულეთში ქუთაისიდან ჩასულმა პოლიციელებმა- ქიშმარაიამ ზუსტად არ იცის.
- შაბათის ეთერის მიერ დაზარალებულების ახლობლების გამოკითხვის მიხედვით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები თითქმის ნახევარი ახალგაზრდობა, ვინც 2022 წელს ივლისში ქობულეთში იყო, პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს. ვიდეო მასალა, რომელიც ბრალდებულმა კვიცარიძემ "შაბათის ეთერს" მიაწოდა, მხოლოდ 3 პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ასახავს. არსებული ინფრომაციით, სამივე პირი ნოტარიუსში მიიყვანეს და ხელწერილი გააფორმებინეს, რომ პრეტენზიები პოლიციელებთან არ აქვთ.
მსჯავრდებული აიტი ტექნოლოგი კვიცარიძე, რომლის ოჯახიც ამტკიცებს რომ პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ჩადენის კიდევ 33 ვიდეო აქვს, საპატიმროში ამ დრომდე არავის გამოუკითხავთ. სამი პოლიციელის საქმის განხილვას კი ბათუმის საქალაქო სასამათლო 3 ივლისს 3 საათზე გააგრძელებს.