პენიტენციურის დირექტორის თქმით, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არა ელენე ხოშტარიას კლინიკაში
გადაიყვანენ თუ არა ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში, ამის შესახებ სავარაუდოდ ორშაბათს გახდება ცნობილი. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ ელენე ხოშტარიას ექიმთან, მაკა იოსელიანთან და ანა ქავთარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ორშაბათს იქნება თუ არა საბოლოო პასუხი გადაყვანასთან დაკავშირებით.
"სავარაუდოდ, დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ, დაველოდოთ ქალბატონ მაკას, ორშაბათს შევხვდებით და დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას".
პირველ რიგში, დიდი მადლობა მაკა იოსელიანს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდადებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დავიგეგმეთ, რომ ორშაბათს, ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევებიც და სხვა თანმდევი პროცესებიც. როგორც აღვნიშნე, ქალბატონი მაკა დაწესებულებაში შევა ორშაბათს, კვლავ მოხდება მსჯავრდებულის დეტალური გამოკვლევა, შემდეგ შევიკრიბებით, ჩვენს სამედიცინო გუნდთან ერთად, გვექნება გასინჯვის შემდგომი განხილვა და შემდეგი მკურნალობის დაგეგმვის პროცედურები",- განაცხადა პატარიძემ",- აცხადებს პატარიძე.
კითხვაზე, თუ როგორია ხოშტარიას ამჟამინდელი მდგომარეობა, ის დეტალურ პასუხს არ სცემს, ვინაიდან, ეს მისი თქმით, კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.
ეს ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემებს, ბოდიში მინდა მოვიხადო, მოკლებული ვარ უფლებას, ამასთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი",- განაცხადა პატარიძემ.