ურეკი ტურისტულ სეზონს კვლავ დაზიანებული საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურით ხვდება
ურეკი ტურისტულ სეზონს კვლავ დაზიანებული საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურით ხვდება. ადგილზე პრობლემად რჩება ავარიული გზები, მოუწესრიგებელი გარემო და დაზიანებული საბავშვო სივრცეები, რომლებსაც დამსვენებლები განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ.
ერთადერთი ადგილი ურეკში, სადაც ასფალტი სრულად არის დაგებული, ადიკო ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიებს საკუთარი ძალებით აწესრიგებენ.
ყველა აკეთებს თავ-თავისით, ალამაზებს... რასაც ხედავთ, ასეა..., - ამბობს ადგილობრივი.
ოპოზიცია ამბობს, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სავარაუდოდ, კორუფციის შედეგია.
როდესაც გურიაში შემოდიხართ, სადღაც დაბომბილ ადგილას შედიხართ, ასე გეგონებათ, იმიტომ, რომ ყველა მხრიდან მოსასვლელი ცენტრალური გზა არის გადათხრილი და ზუსტად ტურისტული სეზონის დროს დაამთხვიეს ეს ყველაფერი. ადგილობრივ ხელისუფლებას რომ ჰკითხოთ, გადასარევი კურორტები გვაქვს, მაგრამ სად მიდის ის მილიონები, რომელიც ბუჯეტიდან არის გამოყოფილი, არც მერს, არც გუბერნატორს ამაზე პასუხი არ აქვს, რაც დადასტურებაა იმის, რომ ისინი არიან ყელამდე კორუფციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უგზობა და უწყლობა ამ ადამიანებს არ უნდა აწუხებდეთ 21 საუკუნეში, - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.