დანგრეული გზები და მოუწესრიგებელი დასასვენებლი სივრცეები - როგორ ხვდება ურეკი ტურისტულ სეზონს
განადგურებული ინფრასტრუქტურა, ავარიული გზები და შეუსრულებელი დაპირებები - ასე ხვდება გურია ახალ ტურისტულ სეზონს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შავი ზღვის კურორტი, ურეკი, სადაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი ჩადის, ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე კვლავ მოუმზადებელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი გზები და დაზიანებული საბავშვო სივრცეები ტურისტებისთვის ყოველდღიურ საფრთხეს ქმნის.
მოსახლეობა ამბობს, რომ ტურისტული სეზონი მათთვის წლის მთავარი შემოსავლის წყაროა, თუმცა არსებული მდგომარეობის გამო დამსვენებლების დაკარგვის საფრთხე რეალურია. მათი თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ხშირად საკუთარი ხარჯებით უწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გამოწვევების შესახებ ინფორმირებულია.
ოპოზიციის განცხადებით, ურეკის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წლების განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, მათი შეფასებით, საკურორტო ზონაში ეს ცვლილებები პრაქტიკულად არ ჩანს.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.