სასჯელი ივანიშვილის დაწყევლის გამო - სასამართლომ FB-ზე დაწერილი სიტყვა დანაშაულად მიიჩნია

29.06.26 20:37
სასჯელი ივანიშვილის დაწყევლის გამო - სასამართლომ FB-ზე დაწერილი სიტყვა დანაშაულად მიიჩნია

 

 

ივანიშვილის წყევლა დასჯადია - ეს პრეცედენტი შექმნა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ. სოციალურ ქსელში გაბრაზებული მოქალაქის დაწერილი ფრაზა - "ამოწყდი" - მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა არა გამოხატვის თავისუფლებად არამედ წვრილმან ხულიგნობად შეაფასა. 

3000 ლარი - ეს არის სასჯელი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს დაეკისრა, თუმცა ეს ახლა. ივანიშვილის წყევლის განმეორების შემთხვევაში სასჯელი უკვე პატიმრობა იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის წყევლის პოსტი სოც. ქსელში იპოვა და საქმის წარმოება დაიწყო ამბობს, რომ ამ პოსტში სადავო ფრაზებიც იყო. 

ვინ რა პოსტი დადო და ვინ რა დაწერა კომენტარებში, რეიდებს სოც. ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე კვირაა ატარებს. დღეს  ხალხი დამნაშავეებად ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს, 4000 ლარი დაეკისრა მოქალაქეს მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის გამო. პენსიონერი გიორგი სარაჯიშვილი გოგი წულაიას შესახებ გაკეთებული კომენტარისთვის 1 500 ლარით დაჯარიმდა. ის პროცესზე მომხდარს ინანიებდა და იმის გამო, რომ ჯარიმის გადახდა არ შეეძლო, პატიმრობას ითხოვდა.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში