"პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე" - მომღერალი ჯამში 710 000 ლარითაა დაჯარიმებული

30.06.26 13:34
"პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე" - მომღერალი ჯამში 710 000 ლარითაა დაჯარიმებული

პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე, 255 000 ლარის ჯამში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი ნიკა სიმონიშვილი წერს.  

სიმონიშვილის თქმით, აქამდე 90 ჯარიმა ჰქონდათ ჩაბარებული, თუმცა ახლა ამ რიცხვს კიდევ 51 დაემატა, რაც თანხობრივად ჯამში 71000 ლარია. 

პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე, 255 000 ლარის ჯამში.

ეს ჯარიმები 2-დან 10 ოქტომბრამდე პერიოდშია შედგენილი და პაატას დაკავების შემდეგ კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, ამ დრომდე ვერ ვახერხებდით მათ ჩაბარებას.

შეგახსენებთ, რომ დაკავებამდე საპატრულო პოლიციის შედგენილი 90 ჯარიმა გვქონდა ჩაბარებული და სასამართლოს ერთი დადგენილება. ამას ახალი 51 ჯარიმა დაემატა და გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა მის წინააღმდეგ შედგენილი, 710 000 ლარის ოდენობით ჯამში.

ყველა მათგანი გასაჩივრებულია, თვითონ პაატა კი მხნედ გრძნობს კვლავაც თავს და არც ეს ჯარიმები აშინებს, - წერს სიმონიშვილი.