კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა
ქალაქ კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას ბიჭი ემსხვერპლა, - ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლე.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.