გიორგი ახობაძის საქმეზე პროკურატურა გამამართლებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს - აქციის მონაწილეების საქმეები სააპელაციოში
პროევროპული აქციების მონაწილეების საქმეების განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. სხვადასხვა საქმეზე მსჯელობს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე.
პროკურატურა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძის საქმეზე სრულად გამამართლებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს. პარალელურად, პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული ერთწლიანი პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ. საქმე უკავშირდება ინციდენტს, რომელშიც დაზარალებულად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძეა ცნობილი.