მოკლული გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი გიორგი მალანიას დაკავების შემდეგ

01.07.26 17:14
მოკლული გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი გიორგი მალანიას დაკავების შემდეგ

 

 

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ შვილმკდარმა დედამ შვილის საფლავზე გაიგო - ეკა კუპატაძის თქმით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანია იყო ის პირი, რომელმაც მკვლელობაში მსჯავრდებულს ალექსანდრე გაბაშვილს გიგას მისამართი მისცა.  

ავალიანის დედის თქმით, რომ არა გიორგი მალანია, მისი შვილი ახლა ცოცხალი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ეკა კუპატაძე საუბრობს მერაბ მალანიას პასუხისმგებლობაზეც. მისი მტკიცებით, როდესაც გიორგი მალანია ალექსანდრე გაბაშვილს შეხვდა, მას მამა მანქანაში ელოდებოდა. 

რომ არ გიორგი მალანია, შესაძლებელია დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო. ნია იმნაძე ამ ყველაფერს სისრულეში მაინც მოიყვანდა თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად, თუმცა საქმე იმაშია, რომ გია მოკლეს პირველ ოქტომბერს, ორ ოქტომბერს ჩემი დაბადების დღეა და სავარაუდოდ, ჩვენ ერთად წავიდოდით სახლში. გიორგი მალანიამ დააჩქარა გიგა ავალიანის მკვლელობა. და კიდევ, გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება, იმიტომ, რომ გიორგი მალანია სახეში უყურებდა გიგას, მე და იცოდა, რომ გიგას წუთები დათვლილი იყო. მან იცოდა, რომ მის მასწავლებელს მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოხლე ჰქონდა დარჩენილი. ბოლო მითითეთებები, ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ მითითებები მან ალექსანდრე გაბაშვილს მისცა მამასთან ერთად. ის იჯდა მამასთან ერთად მანქანაში, როცა ბოლო დეტალებს აწვდიდა ალექსანდრე გაბაშვილს. გაკვეთილზეც უპასუხა ალექსადნრე გაბაშვილს, სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად ესაუბრა მკვლელს", - აცხადებს ეკა კუპატაძე.  

"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანია.  როგორც "პირველებმა" გაარკვია, მერაბ მალანიას შვილს ხელბორკილები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაადეს.  გიორგი მალანიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ლანჩხუთში ჩატარდა. 

ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე გიორგი მალანიას დაკავებას თვეებია ითხოვდა. გიორგი მალანიას დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. 

ცნობისთვის დღეს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული. 

როგორც საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ რამდენიმე დღის წინ "პირველებთან" განაცხადა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ გიორგი მალანიამ მისცა გიგა ავალიანის მისამართი მკვლელობაში მსჯავრდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს. 

გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში, ხუთი პირია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

რა მოხდა  2025 წლის პირველ ოქტომბერს?

  • საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
  • სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

 

მსგავსი სიახლეები