შსს გიორგი მალანიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

01.07.26 18:57
შსს გიორგი მალანიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი მალანიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უწყების ცნობით, ბრალდებული გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, ამასთან მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

გიორგი მალანია სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. 

მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

დაკავებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანია.  როგორც "პირველებმა" გაარკვია, მერაბ მალანიას შვილს ხელბორკილები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაადეს.  გიორგი მალანიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ლანჩხუთში ჩატარდა. 

ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე გიორგი მალანიას დაკავებას თვეებია ითხოვდა. გიორგი მალანიას დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. 

ცნობისთვის დღეს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული. 

როგორც საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ რამდენიმე დღის წინ "პირველებთან" განაცხადა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ გიორგი მალანიამ მისცა გიგა ავალიანის მისამართი მკვლელობაში მსჯავრდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს. 

გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში, ხუთი პირია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

რა მოხდა  2025 წლის პირველ ოქტომბერს?

  • საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
  • სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.