ახალი დაკავებული ავალიანის საქმეზე - ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება
დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ექს მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია.მოსამართლის განჩინების საფუძველზე,ლანჩხუთში ჩატარებული დიდი სპეცოპერაციით არასრულწლოვანი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მალანია მიმალვაში არ ყოფილა, დაკავებამდე კი მამასთან ერთად გამოკითხვებზე დადიოდა.
ეკა კუპატაძე თვეებია, გიორგი მალანიას დაკავებას ითხოვს, "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, სწორედ მალანიამ მიაწოდა მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გიგა ავალიანი სახლის მისამართი, რის შემდეგაც მას ჩასაფრება მოუწყეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს.
შვილმოკლული დედა ამბობს, რომ არასრულწლოვან მალანიასთან ერთად ხელბორკილები უნდა დაედოთ მერაბ მალანიასთვის, რადგან მან დანაშაულის მომზადების შესახებ ყველაფერი იცოდა.
შვილმოკლული დედა თვეების წინ "შაბათის ეთერთან" ამბობდა, რომ ექს მაღალჩინოსანმა მალანიამ ავალიანის მკვლელობის საქმის გამოძიება ჩაფარცხა და მტკიცებულებების ფალსიფიცირება სცადა, იმისთვის რომ მისი შვილისთვის ხელბორკილები არ დაედოთ.
შაბათის ეთერი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შვილის ავალიანის მკვლელობის საქმეში სავარაუდოდ მონაწილეობაზე 2026 წლის თებერვალში ყვებოდა, მაშინ პირველად გასაჯაროვდა მალანიას ტელეფონის ანძების ამონაწერი, რომელიც ადასტურებდა მალანიას ყოფნას კონკრეტულ ადგილებზე, თუმცა პროკურატურას 5 თვე დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, მალანიას დაკავებას წინ უძღოდა ეკა კუპატაძის პროტესტი ივანიშვილის სახლთან, და ეკა ხვედელიძის პასუხი.