"ზუსტად ვიცი, რომ დამინახა" - ბაია პატარაია ირაკლი კობახიძეზე და აშშ-ის საელჩოში მის პერფორმანსზე

02.07.26 00:19
"ზუსტად ვიცი, რომ დამინახა" - ბაია პატარაია ირაკლი კობახიძეზე და აშშ-ის საელჩოში მის პერფორმანსზე

"საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ თბილისში, აშშ-ის საელჩოში მის პერფორმანსზე ისაუბრა, სადაც საპროტეტესტო გზავნილით მივიდა და თქვა, რომ ზუსტად იცის, ირაკლი კობახიძემ და ყველა მინისტრმა, ვინც იქ იყო, დაინახა. 

  • ბაია პატარაია საელჩოში, სადაც შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა, რომელსაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, პიჯაკზე წარწერით მივიდა: "თავსიუფლება სინდისის პატიმრებს". 

მისი თქმით, ის ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლის დროს ზურგით დადგა, რადგან არ აინტერესებს, რას ლაპარაკობს ის, თუმცა უნდა, რომ პრემიერ-მინისტრს ყოველთვის ახსოვდეს ქართველი ხალხი. 

მე, როდესაც წარმოვიდგინე, რომ კობახიძეს მიეცა საშუალება რაღაც სცენაზე გამოსულიყო და მე მომეცა საშუალება, იმავე ტერიტორიაზე ვყოფილიყავი, ამას ცხადია ასე არ შევარჩენდი და მშვიდობიანად ეს ამბავი ვერ ჩაივლიდა. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია სინდისის პატიმრების თემა, შემეძლო დამეწერა "ცეცხლი ოლიგარქიას" და უამრავი რაღაც  არის რისი შეხსენებაც მინდა "კონსტიტუციონალისტი" კობახიძისთვის, რომელმაც თავზე გადაიხია თავისივე დაწერილი კონსტიტუცია და ყოველდღე არღვევს ქართველების და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების უფლებებს, ვფიქრობდი, რომ ჩავიცვამ ასე, მანამდე მექნება ხელზე გადაკიდებული, ზედმეტი ყურადღება რომ არ მიაქციოს, დავდგები პირველ რიგში, რომ ნამდვილად დამინახოს. ზუსტად ვიცი, რომ დამინახა. ზუსტად ვიცი, რომ ყველა მინისტრმა, ვინც იქ იყო დამინახა. 

თავიდან დაცვა დამიყენეს წინ, რომ დამინახეს, რომ იქ ვიდექი იმიტომ, რომ უმრავლესობა არ იდგა იქ, უმეტესობა ან საელჩოს თანამშრომელი იყო, ან "ქართული ოცნების" ვიღაც, ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ მღვდლები, დაცვა და წინ თავიდან დაცვა იდგა, თუმცა მე გაფრთხილებული მყავდა ჟურნალისტები და მქონდა ადგილი, რომელიც იყო შედარებით თავისუფალი, მაგრამ პირველ რიგში და როდესაც კობახიძის გამოსვლა დაიწყო მაშინ დავდექი ზურგით იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელია მისი ნებისმიერი საუბარი. მე არ მაინტერესებს რას ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე, მაგრამ მინდა იცოდეს და ახსოვდეს ქართველი ხალხი და სინდისის პატიმრები," - ამბობს ბაია პატარაია. 

მსგავსი სიახლეები