თბილისში კიდევ ერთი კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - დააკავეს 4 პირი, ე.წ. დამდებები სავარაუდოდ, თავისუფლებაზე არიან
ნარკოტიკების ლაბორატორია საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ისე ფუნქციონირებდა, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. გამოძიების ინფორმაციით, მომაკვდინებელ ნივთიერებებს დედაქალაქის ცენტრში, ნაქირავებ ბინაში თვეების განმავლობაში ამზადებდნენ და ყიდდნენ.
"პირველების" ინფორმაციით, ლორთქიფანიძის 22 ნომერში ნაქირავები ბინა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნოდა. მძიმე დანაშაულში მხილებული საცხოვრებელ ფართს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა. არავინ იცის, როგორ შეიტანა ახალგაზრდა კაცმა ბინაში ნარკოტიკული ნივთიერებების დასამზადებლად საჭირო დანადგარები და პრეკურსორები, იგივე ქიმიური ნაერთები. უცხო ქვეყნის მოქალაქე მარტო არ მოქმდებდა მას თანამზრახველები ჰყავდა - მინიმუმ 3 ადამიანი რომლებიც მკვლელი ნივთირების დამზადებასა და დააფასოებაში ეხმაებოდა.
7 კილომდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკების შემცველი სითხე - პოლიციამ მკვლელ ნივთიერებებს სწორედ ნაქირავებ ბინაში მიაგნო. გამომძიებლებმა გაჩხრიკეს ბრალდებულების ავტომობილებიც, საიადანაც გაყიდული ნარკოტიკიდან მიღებული ფული ამოიღეს.
პირველებმა გაარკვია რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 1 დაკავებულის ჩვენებით გახსნა. კაცმა, რომელიც ლაბორატორიის მფლობელს რეალიზაციაში ეხმარებოდა, პოლიციას დანაშაულის ადგილის შესახებ უამბო. უვადო მუხლით დაკავებულმა მიუთითა გამომძიებლებს იმ პირთა შესახებაც, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობაში მასთან ერთად იყვნენ ჩართულები.
გამოძიება ახლა ცდილობს დაადგინოს, ვინ იყვნენ დანაშაულებრივ საქმიანობასი ჩართული ე.წ დამდრბები, რომლებსაც ლორთქიფანიძის ქუჩაზე დამზადებული მკვლელი ნივთირებები მომხმარებლამდე მიჰქონდათ.